ნიკოლას მადურო | |
![]() | |
ვენესუელის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 19 აპრილი, 2013 მოვალეობის შემსრულებელი: 5 მარტი– 19 აპრილი, 2013 |
ვიცე-პრეზიდენტი | ხორხე არეაზა |
წინამორბედი | უგო ჩავესი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 ოქტომბერი, 2012 – 5 მარტი, 2013 | |
პრეზიდენტი | უგო ჩავესი |
წინამორბედი | ელიას ჯაუა |
მემკვიდრე | ხორხე არეაზა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 აგვისტო, 2006 – 15 იანვარი, 2013 | |
წინამორბედი | ალი როდრიგეს არაკე |
მემკვიდრე | ელიას ჯაუა |
დაბადებული | 23 ნოემბერი, 1962 კარაკასი, ![]() |
პოლიტიკური პარტია | მეხუთე რესპუბლიკის მოძრაობა (2007 წლამდე) ერთიანი სოციალისტური პარტია (2007–დღემდე) |
მეუღლე | სილია ფლორესი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ხელმოწერა | ![]() |
ნიკოლას მადურო მოროსი (ესპ. Nicolás Maduro Moros; დ. 23 ნოემბერი 1962, კარაკასი) — ვენესუელის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ვენესულის მოქმედი პრეზიდენტი. 2006—2013 წლებში ეკავა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი პოსტი. 2012 წლის ოქტომბერში გახდა ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი, ამავდროულად შეინარჩუნა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. 2013 წლის 5 მარტიდან 14 აპრილამდე, უგო ჩავესის სიკვდილის შემდეგ, დროებით ასრულებდა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას.
ნიკოლას მადურო 1962 წელს კარაკასში, ვენესუელაში დაიბადა. გაიზარდა როგორც კათოლიკე, მისი წინაპრები ებრაული წარმოშობის სეფარდები იყვნენ. სწავლობდა კარაკასის დასავლეთ ნაწილში, ელ-ვალეს უმაღლეს საჯარო სკოლაში. პოლიტიკას პირველად სწორედ საშუალო სკოლაში დაუკავშირდა, როცა სტუდენტური კავშირის წევრი გახდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში, მადურო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლად მუშაობდა. თავისი პოლიტიკური კარიერა მან 1980 წელს დაიწყო, როცა კარაკასის მეტროპოლიტენის მემანქანეთა პროფკავშირის არაოფიციალური წევრი გახდა. ის, ასევე ხოსე ვისენტე რანგელის 1983 წლის წარუმატებელი საპრეზიდენტო კამპანიის დროს მის პირად დაცვაში მუშაობდა. 1990-იან წლებში, მადურომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეხუთე რესპუბლიკის მოძრაობის დაფუძნებაში. ეს პარტია 1998 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უგო ჩავესს უჭერდა მხარს.
მადურო მეხუთე რესპუბლიკის მოძრაობის მანდატით 1998 წელს ვენესუელის დეპუტატთა პალატის, 1999 ვენესუელის ეროვნულ-დამფუძნებელი კრების და 2000 წელს ვენესუელის ეროვნულ ასამბლეის წევრი იყო. 2005 წლიდან 2006 წლამდე ასამბლეამ მადურო სპიკერად აირჩია.
2006 წლის 9 აგვისტოს ნიკოლას მადურო ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ირლანდიელი ჟურნალისტის რორი კეროლის თქმით, მადურო არ ფლობს არცერთ უცხო ენას. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის განმავლობაში მადურო ატარებდა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მხარდამჭერ პოლიტიკას.
2012 წლის 13 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში უგო ჩავესმა მადურო ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. ორი თვის შემდეგ, 2012 წლის 8 დეკემბერს ჩავესმა განაცხადა, რომ სიმსივნის სამკურნალოდ კუბაში მიდიოდა და თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდებოდა, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი მადუროსთვის დაეჭირათ. ჩავესი 2013 წლის 5 მარტს დაიღუპა.
ჩემი მყარი შეხედულება ნათელია, როგორც სავსე მთვარე – შეუქცევადი, აბსოლუტური, საერთო — არის... რომ თქვენ პრეზიდენტად ირჩევთ ნიკოლას მადუროს. ამას მთელი გულით გთხოვთ. ის (მადურო) არის ახალგაზრდა ლიდერებიდან ერთ-ერთი, რომელსაც ძალუძს განაგრძოს ის, რაც მე არ შემიძლია.
ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტის ძალაუფლება და პასუხისმგებლობა მადურომ აიღო. ნიკოლასმა ვიცე-პრეზიდენტად ხორხე არეაზა დანიშნა. ვენესუელის კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 30 დღეში დაინიშნა. მადურო საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალისტური პარტიის ერთიანი კანდიდატი გახდა.ოპოზიციის ლიდერები კი ამტკიცებდნენ, რომ მადურო ქვეყნის კონსტიტუციის 229-ე, 231-ე და 233-ე მუხლებს არღვევდა.
მადურომ მოკლე ცერემონიაზე, სადაც ის დროებითი პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა, მოკლე გამოსვლაში თქვა:
თანამემამულენო, მე აქ არ ვარ პირადი ამბიციების, არც ამაოებათა და არც იმის გამო, რომ ჩემი გვარი მადურო, ქვეყნის ოლიგარქიის ნაწილია. მე აქ არ ვარ, იმიტომ რომ წარმოვადგენ გარკვეულ ფინანსურ ჯგუფებს, ოლიგარქებს, ან ამერიკელ იმპერიალიზმს... მე, აქ არ ვარ მაფიის დაცვისთვის
2013 წლის 14 აპრილს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ ოპოზიციის კანდიდატი ენრიკე კაპრილეს რადონსკი 1.5%-იანი უპირატესობით დაამარცხა. კაპრილესმა არ სცნო არჩევნების შედეგი და ხმათა დაუყონებლივ გადათვლა მოითხოვა. . საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო შედეგები სრული შემოწმების შემდეგ, 19 აპრილს მადურომ ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო.
მადურო დაქორწინებულია ადვოკატსა და პოლიტიკოს სილია ფლორესზე. 2006 წელს, როდესაც ნიკოლას მადურო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, ფლორესმა ის ეროვნული ასამბლეის სპიკერის პოსტზე შეცვალა. სილია იყო ეროვნული ასამბლეის პირველი ქალი სპიკერი.
|