საშუალო ინგლისური ან შუაინგლისური — ფაზა ინგლისური ენის განვითარების ისტორიაში; დაახლოებით XI-XV საუკუნეები. ანგლო-საქსური პერიოდი ინგლისური ენის განვითარების მეორე საფეხურს წარმოადგენს. ზოგჯერ შუაინგლისური პერიოდის აღსანიშნავად გამოიყენებენ ტერმინს ძველი ინგლისური პერიოდი, რაც არ არის მართებული; სახელწოდება ძველი ინგლისური ენა, ან პერიოდი აღნიშნავს ინგლისური ენის განვითარების პირველ ან ანგლო-საქსურ პერიოდად წოდებულ საფეხურს. ამ ხანიდან შემონახული ტექსტების ენას არცთუ იშვიათად ასევე ანგლო-საქსურ ენას უწოდებენ.
ინგლისურ ენას წერილობითი ძეგლები VII საუკუნიდან მოეპოვება.
საშუალო ინგლისური ენის პერიოდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ჯეფრი ჩოსერის დაახლ. 1340-1400-მდე) „კენტერბერიული მოთხრობები“ არის. იგი წარმოადგენს მოთხრობების კრებულს, რომელშიც მოქმედება ერთ ჩარჩოდ შეიკვრის და მის მთავარ შინაარსს შეადგენს კენტერბერის ტაძართან, წმ. თომას ბეკეტის საფლავზე მომლოცველთა მოგზაურობა. თავისი შემოქმედებით ჯეფრი ჩოსერმა არსებითი წვლილი შეიტანა (საშუალო) ინგლისური ენის ლიტერატურულ ენად დამკვიდრების საქმეში.